Category Archives: ბერძნული

კურდღელი ბერძნულად

სტანდარტული

საჭირო მასალა:
2 კგ კურდღლის ხორცი, 1-2 თავი ხახვი, 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ქილა დაჭყლეტილი პამიდორი, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა და თავშავა, 200 გ ყველი ფეტა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება:
თუჯის ქვაბში გავაცხელოთ ზეთის ნახევარი. კურდღელი 10 ნაწილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. მოვათავსოთ ცხიმში და ყველა მხრიდან შევბრაწოთ. ამოვიღოთ შემწვარი კურდღლის ნაჭრები და ქვაბში მოვათავსოთ დარჩენილი ზეთი დაჭრილ ხახვთან ერთად. დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. შემდეგ ჩავაბრუნოთ ხორცის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე თავდახურული 30 წუთი ვშუშოთ. ჩავუმატოთ პამიდორი, ცოტა შაქარი და დაჭრილი მწვანილი. 20 წუთის შუშვის შემდეგ კურდღლის ხორცს მოვაყაროთ დაფხვნილი ფეტა, ქვაბს მოვხადოთ სახურავი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით შევდგათ.