Category Archives: იაპონური

ქატმის ფილე

სტანდარტული

საჭირო მასალა:

200 გრ ქათმის ფილე ან საქონლის უცხიმო, მოხარშული ხორცი
2 მაგრად მოხარშული კვერცხი
1 კონა სალათის ფურცლები
1 კონა ოხრახუში
1/2 თავი ხახვი ან 3-4 ღერი მწვანე ხახვი
1 ცალი ტკბილი წიწაკა (სასურველია წითელი ფერის)
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი

რჩევა:

ამ სალათის შეზავება მაიონეზითაც შეგიძლიათ.

მომზადება:

ქათმის ფილე მოვხარშოთ, შევაგრილოთ და წვრილად დავჭრათ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ და ხელით დავფლითოთ (რამდენიმე ფოთოლი გადავინახოთ სალათის გასაფორმებლად).

ხახვი თხელ რგოლებად, წიწაკა კი ნახევარ რგოლებად დავჭრათ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ცალკე თასში ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი.

განიერ თეფშზე დავაფინოთ სალათის რამდენიმე ფურცელი, ზედ გადავიტანოთ სალათა, მოვასხათ ზეთისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სოუსი, მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.

ბრინჯი სუშისთვის

სტანდარტული

ინგრიდიენტები:
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
იაპონური
მთავარი ინგრიდიენტი
ბრინჯი
სირთულე
საშუალო
იაპონური ბრინჯი – 400 მლ;
წყალი – 460 მლ;
ბრინჯის ძმარი – 3 სადილის კოვზი;
ზღვის მარილი – 2 ჩაის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი.
ინვენტარი – თასი, ბრინჯის გასარეცხად; თასი, ბრინჯის მოსარევად (სასურველია ხის); ღრმა, სქელ ძირიანი ქვაბი, ბრინჯის მოსახარშად.
დრო: 1 საათი;
მომზადების წესი:
გადარეცხეთ ბრინჯი ონკანის წყალით. რეცხეთ, მანამ სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება;
გადაიტანეთ საწურზე, რათა წყლისგან დაიწუროს. მინიმუმ 15 წუთი მაინც უნდა ადროვოთ;
ქვაბში ჩაყარეთ ბრინჯი და დაასხით წყალი, შედგით მაღალ ცეცხლზე წყლის ადუღებამდე და როგორც კი ადუღდება, ჩაუწიეთ ძალიან დაბალზე;
როცა ბრინჯი წყალს დაიშრობს ბოლომდე, გამორთეთ და დატოვეთ 10-15 წუთით ქვაბშივე;
ამ დროს აურიეთ ერთმანეთს სხვა ინგრედიენტები;
გადაიტანეთ ბრინჯი ხის თასში და მოასხით ძმრის ნაზავი;
ერთი ხელით ბრინჯს უნდა ურიოთ, მეორეთი კი მარაო უნდა უფრიალოთ, რომ ბრინჯი მალევე გაცივდეს «სხეულის ტემპერატურამდე» , ანუ 36-37 გრადუსამდე. ამის დადგენა მარტივად შემდეგნაირად შეგიძლიათ: თითებით ბრინჯს რომ მოსინჯავთ, არც ცხელი უნდა იყვეს და არც ცივი;