Category Archives: ტორტი

მარწყვის ტორტი

სტანდარტული

2 ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი
10 სუფრის კოვზი ფქვილი
4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
2 პაკეტი ვანილიანი შაქარი

(ეს ყველაფერი ცალცალკე ანუ 5 კვერცხი, 5 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი – ესაა 1 ბისკვიტის)

სანამ ბისკვიტებს შეეჭიდებით, მანამდე მოამზადეთ მოხარშული კრემი – რომ ბისკვიტი სანამ გამოცხვება და გაგრილდება- ეს კრემიც გაცივდეს 🙂

კრემი:
600 მლ. რძე;
6 სადილის კოვზი ხორბლის ფქვილი;
5 სადილის კოვზი შაქარი;
1 ცალი კვერცხის გული;
მწიკვი მარილი,
1 პაკეტი ვანილიანი შაქარი.

მარწყვი:

ასევე 500 გრ მარწყვი გაჭყლიტეთ დააყარეთ 4-5 კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი ჟელატინი ცალკე ჭურჭელში დაასხით 3 სუფრის კოვზი წყალი წამოადუღეთ რომ გადნეს ჟელატინი და ოდნავ რომ შეგრილდება შეურიეთ მარწყვს და გააგრილეთ.
ბისკვიტის დასანამი მასალა: გნებავთ ყავა კონიაკით გნებავთ მარწყვის წვენი – ან შეგიძლიათ ერთი ფენა ყავით დანამოთ და მეორე მარწყვის წვენით – თქვენ როგორც გნებავთ – ორივე ძალიან გემრიელია 🙂

ნაღების კრემი:

500 მლ ნაღები 35%-იანი ცხიმიანობის შედეთ მაცივარში და სულ ბოლო მომენტში გამოიღეთ მოსამზადებლად.

ფორმისათვის დაგჭირდებათ პერგამენტის ქაღალდი 2 ცალი გამოჭერით ფორმაში ჩასადებად და ცხიმი რომ წაუსვათ ძირზეც და გვერდებზეც.

ასევე, სანამ მზადებას დავიწყებთ ღუმელი გავაცხელოთ მაქსიმალურ სიმხურვალეზე.
მომზადების წესი

1. 5 კვერცხის გული (ცილები შევაგროვოთ ცოტა დიდ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში)
2. დავაყაროთ 5 სუფრის კოვზი შაქარი და 1 პაკეტი ვანილი და ამოფუმფულებამდე გავთქვიფოთ
3. გამოვიღოთ მაცივრიდან ცილა და გავთქვიფოთ გამაგრებამდე
4. ცილას ნელნელა შევათქვიფოთ ათქვეფილი გოგლიმოგლი
5. ამ მასას უკვე მიქსერის ყველაზე დაბალი სიჩქარით შევურიოთ ფქვილი 5 სუფრის კოვზი რომელშიც უკვე არეული იქნება 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი.
6. ერთიან მასად რომ იქცევა გადავიტანოთ ფორმაში რომელშიც უკვე დევს პერგამენტის ფურცელი და ცხიმწასმულია
7. ღუმელის ტემპერატურა დავწიოთ ყველაზე დაბალზე და შევდოთ ფორმა 30 წუთით. შეგიძლიათ 30 წუთში შეიხედოთ და შეამოწმოთ ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით – თუ არ ამოყვება ცომი – ბისკვიტი მზადაა გამოიღეთ გააგრილეთ და დაიწყეთ მეორე ბისკვიტის მომზადება
8. ორივე ბისკვიტი რომ გაგრილდება ერთი დავნამოთ და დავდოთ ლანგარზე რომელზეც საბოლოოდ უნდა მოირთოს.
9. წავუსვათ მოხარშული კრემი
10. კრემზე წავუსვათ ჟელეიანი მარწყვი.
11. მეორე ბისკვიტიც დავნამოთ
12. ავთქვიფოთ ნაღების კრემი და წავუსვათ მთლიან ტორტს
13. თავზე დავალაგოთ მარწყვები გნებავთ მთლიანად გნებავთ დაჭრილები – დამოკიდებულია მარწყვების სიდიდეზე.