Category Archives: ბლინები

ბლინები შოკოლადით

სტანდარტული

2 მსხვილი კვერცხი
200 მლ რძე
4 ს.კ შაქარი
3 ს.კ ზეთი
250 გ ფქვილი
ვანილი
50 გ შოკოლადი+2-3 ჩ.კ რძე ან წყალი, მოხალული ნიგოზი, ნუში ან თხილი, ჟოლო
მომზადების წესი
ბლენდერის ჭიქაში კარგად ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი, დაამატეთ ვანილი და გაცრილი ფქვილი, ასევე ზეთი და კარგად ათქვიფეთ. ცომი უნდა იყოს დაახლოებით კეფირის სისქის. თუ რძე ძალიან ცხიმიანია (მაგ: სოფლის რძე), მაშინ მისი რაოდენობა შეამცირეთ და წყლით გააზავეთ, ისე რომ საბოლოოდ გაზავებული იყოს 200 მლ.
შეგიძლიათ პირდაპირ ბლენდერის ჭიქიდანვე დაასხათ გაცხელებულ ტაფაზე ცოტ-ცოტა და გამოაცხოთ ორივე მხრიდან.
გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე, გასათხელებლად დაამატეთ რძე ან წყალი, კარგად აურიეთ რომ მიიღოთ პრიალა ერთგვაროვანი მასა. თბილი ბლინები დაახვიეთ ან დაკეცეთ სამკუთხედად, მოასხიტ შოკოლადი, მოაყარეთ ნიგოზი და ჟოლო