Author Archives: culinari

About culinari

:)

ღორის სოუსი ანანასით

სტანდარტული

500 გრამო ღორის ხორცი რბილი ნაწილი
(მაგალითად სუკი)
2 საშუალი ზომის მწვანე ბულგარული წიწაკა
4 ცალი ანანასის ფირფიტა (სეროფში ჩადებული ანანასები)
1 ცალი მწვანე ხახვი (მხოლოდ თეთრი ნაწილი)
მარილი

სოუსისთვის:
30 გ ყავისფერი შაქარი
10 გ ფქვილი
20 მლ.ლ წითელი ღვინის ძმარი
20 მლ.ლ ანანასის სეროფი (ანანასის ქილას რომ გახსნით იქიდან იხმარეთ)
20 სოიოს საწებელი
10 გრ ზეთი
50 მლ.ლ წყალი
მომზადების წესი

სოუსის მომზადება: ქვაბში მოვათავსოთ სოუსისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი ერთად და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მოვადუღოთ სოუსი;

ღორის ხორცის მომზადება: მეორე ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი. როდესაც დაწითლდება ,დავუმატოთ დაჭრილი მწვანე ხახვის ბოლო, ვაცალოთ ცოტა ხანი და მერე დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბოლოს კი ანანნასები. ეს ყველაფერი რომ მომზადდება – დავამატოთ უკვე მზა სოუსში და მარილი შევამატოთ გემოვნებით.

ვადუღოთ სოუსთან 2-3 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან .

ქატმის ფილე

სტანდარტული

საჭირო მასალა:

200 გრ ქათმის ფილე ან საქონლის უცხიმო, მოხარშული ხორცი
2 მაგრად მოხარშული კვერცხი
1 კონა სალათის ფურცლები
1 კონა ოხრახუში
1/2 თავი ხახვი ან 3-4 ღერი მწვანე ხახვი
1 ცალი ტკბილი წიწაკა (სასურველია წითელი ფერის)
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი

რჩევა:

ამ სალათის შეზავება მაიონეზითაც შეგიძლიათ.

მომზადება:

ქათმის ფილე მოვხარშოთ, შევაგრილოთ და წვრილად დავჭრათ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ და ხელით დავფლითოთ (რამდენიმე ფოთოლი გადავინახოთ სალათის გასაფორმებლად).

ხახვი თხელ რგოლებად, წიწაკა კი ნახევარ რგოლებად დავჭრათ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ცალკე თასში ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი.

განიერ თეფშზე დავაფინოთ სალათის რამდენიმე ფურცელი, ზედ გადავიტანოთ სალათა, მოვასხათ ზეთისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სოუსი, მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.

ბრინჯი სუშისთვის

სტანდარტული

ინგრიდიენტები:
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
იაპონური
მთავარი ინგრიდიენტი
ბრინჯი
სირთულე
საშუალო
იაპონური ბრინჯი – 400 მლ;
წყალი – 460 მლ;
ბრინჯის ძმარი – 3 სადილის კოვზი;
ზღვის მარილი – 2 ჩაის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი.
ინვენტარი – თასი, ბრინჯის გასარეცხად; თასი, ბრინჯის მოსარევად (სასურველია ხის); ღრმა, სქელ ძირიანი ქვაბი, ბრინჯის მოსახარშად.
დრო: 1 საათი;
მომზადების წესი:
გადარეცხეთ ბრინჯი ონკანის წყალით. რეცხეთ, მანამ სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება;
გადაიტანეთ საწურზე, რათა წყლისგან დაიწუროს. მინიმუმ 15 წუთი მაინც უნდა ადროვოთ;
ქვაბში ჩაყარეთ ბრინჯი და დაასხით წყალი, შედგით მაღალ ცეცხლზე წყლის ადუღებამდე და როგორც კი ადუღდება, ჩაუწიეთ ძალიან დაბალზე;
როცა ბრინჯი წყალს დაიშრობს ბოლომდე, გამორთეთ და დატოვეთ 10-15 წუთით ქვაბშივე;
ამ დროს აურიეთ ერთმანეთს სხვა ინგრედიენტები;
გადაიტანეთ ბრინჯი ხის თასში და მოასხით ძმრის ნაზავი;
ერთი ხელით ბრინჯს უნდა ურიოთ, მეორეთი კი მარაო უნდა უფრიალოთ, რომ ბრინჯი მალევე გაცივდეს «სხეულის ტემპერატურამდე» , ანუ 36-37 გრადუსამდე. ამის დადგენა მარტივად შემდეგნაირად შეგიძლიათ: თითებით ბრინჯს რომ მოსინჯავთ, არც ცხელი უნდა იყვეს და არც ცივი;

მობრაწული ბრინჯი ბოსტნეულით და კარით

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ინდური
მთავარი ინგრიდიენტი
ბრინჯი
• 2 ჭიქა გრძელი ბრინჯი
• 2 ჭიქა წვრილ ყვავილებად დაჭრილი ბროკოლი
• 1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი წითელი წიწაკა
• 1 ჭიქა გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო
• 4 ჭიქა ბულიონი ან წყალი
• 1 ჩაის კოვზი კამის თესლი
• 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
• ½ ჩაის კოვზი დაფხვნილი წითელი წიწაკა
• 1 ჩაის კოვზი კარი
• 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი (ან ფხვნილი)
• ½ ჩაის კოვზი ზაფრანა
• 3-4 სუფრის კოვზი ზეთი
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი

• ქვაბში ჩავასხათ ზეთი, კარგად გავახუროთ და ჩავყაროთ სუნელები
• დავუწიოთ ტემპერატურას, მუდმივად ვურიოთ დაახლოებით 2-3 წუთი, რომ სუნელებმა გაუშვას არომატი
• დავუმატოთ ბრინჯი და დაახლოებით 2-3 წუთი ვურიოთ საშუალო ტემპერატურაზე
• დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, ქათმის ბულიონი ან წყალი და მარილი
• წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ წვენს არ შეიშრობს
• გამორთვის შემდეგ დავტოვოთ თავდახურული დაახლოებით 3-5 წუთი, შემდეგ კი ჩანგლით დავშალოთ ბრინჯი, ისე რომ ფანტია გამოვიდეს.

ინდური პური

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ინდური
მთავარი ინგრიდიენტი
ფქვილოვანი ნაწარმი
მომზადების წესი
ტაფამწვარი
ღუმელი
სირთულე
ძალიან ადვილი
კერძი
პურ-ფუნთუშეული
ლაქტო
რეცეპტები ავტორების მიხედვით
Natia Minashvili
პორციების რაოდენობა
2

მაწონი – 150 გრ;
ერბო – 50 გრ;
მშრალი საფუარი – 1 ჩაის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი (5 გრ);
წყალი – 150 გრ (დანარჩენი დამატებით);
ფქვილი ჩვეუელებრივი – 150 გრ;
ფქვილი მაღალი გლუტენით – 200 გრ (ან ჩვეულებრივით ჩაანაცვლეთ);
მარილი – 1/2 ჩაის კოვზი;
სუნელები – ძირა, ქინძი, ყაყაჩოს თესლი და ა.შ.
ინვენტარი: ფართე ტაფა, ან ღუმელში გამოაცხოვთ;
მომზადების დრო: ცომისამოსასვლელად 2 საათი; გამოსაცხობად 20-25 წუთი.
მომზადების წესი
შაქარი, თბილი წყალი და საფუარი დააყენეთ 5 წუთით;
გაადნეთ ერბო და შეურიეთ მაწონს;
დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი ერთმანეთს, შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება;
ჩაასხით მაწვნის და საფუარიანი მასა ფქვილში. მოურიეთ მიქსერით ან ხელით;

მოზილეთ კარგად, თუ საჭიროა შეამატეთ ან წყალი ან ფქვილი;
თხევადი და ფქვილის მასის როდენობა იყო თანაბარი, ამ შემთხვევაში 350 გრ და 350 გრ!;
მოზელილი ცომი დადგით ასაფუვებლად ზეთ-გადასმულ ჯამში, თავზეც გადააფარეთ. შემდეგ კი როცა გაორმაგდება – გაყავით 4 ნაწილად;
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე ან უბრალოდ, სქელძირიანი ტაფა გააცხელეთ (სურათზე ტაფაზე გამომცხვარია ნაჩვენები). ტაფაც და ღუმლის საცხობი ფორმაც უნდა იყოს კარგად გახურებული, მაგ: 15 წუთით, თორემ პური მძიმე და მაგარი გამოვა;
პურის ცომი გაყავით 4 ნაწილად; თითო გააბრტყელეთ თხლად, ოვალური ფორმით;
გამოაცხვეთ ღუმელში 3-4 წუთის განმავლობაში, თუ საჭიროა – გადააბრუნეთ (ტაფაზე ნამდვილად სჭირდება გადაბრუნება);

ბანანის კექსი

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ფრანგული
მთავარი ინგრიდიენტი
ფქვილოვანი ნაწარმი
ნიგოზი, თხილი, ნუში
მომზადების წესი
ღუმელი
სირთულე
ადვილი
კერძი
ნამცხვარი
2 კვერცხი
1 1/2 ჭიქა შაქარი
200 გრ დამდნარი კარაქი
1/4 ჭიქა რძე
2 ცალი ცალკე დაბლენდერებული ბანანი (რძესთან ერთად ადვილად ბლენდერდება ძალიან)
1/2 ჭიქა გატარებული ნიგოზი,
1/2 ჭ თხლად დაჭრილი ნიგოზი
ვანილი, სოდა, ძმარი
2 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი

1)2 ც ბანანი 1/4 რძე უნდა გავთქვიფოთ ბელნდერში,1/2 ჭიქა ნოგოზი გავატაროთ და 1/2 ჭიქა ნიგოზი დავჭრათ თხლად.

2)2 კვერცხი მთლიანად და 1,5 ჭ შაქარი კარაგდ გავთქვიფოთ, დავუმატოთ 200 გრ გამდნარი კარაქი, 1ჩ.კ სოდა ,ძმრით, ცოტა ვანილი, დავუმატო ზემოთ მითითებული გათქვეფილი ბანანი რძით, გატარებული და თხლად დაჭრილი ნიგოზი(დაჭრილი ნიგოზი, მოვიტოვოთ ზემოდან მოსაყრელად), შემდეგ კოვზით შევაზილოთ ორი ჭიქა ფქვილი(სასურველია მზეკაბანი)

3)საურველ ფორმაში მოვატავსოთ კარაქით გაფოხილი კალკა და გადავიტანოთ ცომი, ვაცხოთ 200გრადუსზე დაახლოებით 1 საათი

მეგრული ხაჭაპური

სტანდარტული

რბილი, საფუვრიანი ცომი – დაახლოებით 300 გრამი
დაფხვნილი ჭყინტი ყველი – 300-400 გრამი
კვერცხი – 1 ცალი
ფქვილი – საფანელად
საბრტყელებელი, დაფა, სქელძირიანი ტაფა
მომზადების წესი:
1. ყველის მასა გავყოთ ორ ნაწილად. (მაგ.: 400 გრ – 250 და 150 გრ)
2. ცომის გუნდა გავშალოთ დაფაზე, ჩავდოთ ყველის ერთი ნაწილი (250 გრ), მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ ტაფის ზომაზე და გადავიტანოთ ტაფაზე.
3. კვერცხი გავქნათ, დავამატოთ დარჩენილი ყველი, კარგად გადავურიოთ და გადავიტანოთ ტაფაზე გაშლილ ხაჭაპურის შუაგულზე. შემდეგ ხელით ან ჩანგლის დახმარებით ეს ყველის მასა გავშალოთ ხაჭაპურის ზედაპირზე ისე, რომ დაახლოებით კიდის 1 სანტიმეტრი დავტოვოთ თავისუფალი. ვადროვოთ 5-10 წუთი და შევდგათ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

აჭარული ხაჭაპური

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ქართული
მთავარი ინგრიდიენტი
ყველი
ფქვილოვანი ნაწარმი
სირთულე
საშუალო
კერძი
ხაჭაპური
მასტერ-კლასი
ცნობილი რეცეპტები
რეცეპტები ავტორების მიხედვით
Natia Minashvili

1. საფუარზე მომზადებული რბილი ცომი – 500 გრ (რეცეპტი იხილეთ ქვემოთ, დამატებით ინფორმაციაში);
2. ყველი – 600 იმერული, ნაკლებ მარილიანი, რძით შეთხელებული;
3. ყველი – უცხოეთში მცხოვრებლებისათვის – 200 გრ. ფეტა, 200 გრ. ხაჭო, 100 გრ. მოცარელა, 50 გრ კარაქი, 50 მლ.ლ. რძე;
4. კვერცხი – 3 ცალი;

მომზადების დრო – 30 წუთი, ცომის ამოსასვლელად კიდევ დამატებით 1 ან 2 საათი.
მომზადების წესი
1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე;
2. გადაზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. დატოვეთ ფქვილ მოყრილ კულინარიულ დაფაზე 10-15 წუთით;
3. ამ დროში ყველი (ან მათი სახეობები აურიეთ ერთმანეთში და გაყავით 3 ნაწილად);
4. ცომის ერთი ბურთულა აიღეთ და გააბრტყელეთ ნავისებურად (ოვალორად);
5. შუა გულში დადეთ ყველი და გაშალეთ ცომზე, ისე, რომ ცომის კიდეები 3 სმ სიგანით ყველის გარეშე დარჩეს;
6. ცომის ეს თავისუფალი გვერდები გადმოკეცეთ ყველზე ზემოდან შემდეგი წესით:
ა) კიდეები, დაახლოებით ხაჭაპურის სიგრძის ¼ ორივე მხრიდან უნდა იყვეს დახურული, ამისათვის, ცომი ორივე მხრიდან წამოკეცეთ ერთმანეთისკენ და შეკარით, შეეცადეთ ეს ნაკერი შეუმჩნეველი დარჩეს;
ბ) ხაჭაპურის სიგრძის შუა ნახევარი რჩება ღია, ანუ ცომის კიდეებს შორის ყველი უნდა ჩანდეს. აქ, შეეცადეთ, რომ ძალიან ფართედ არ გამოაჩინოთ ყველი, რადგან შემდეგ თავისითაც გაიშლება.
7. შეეცადეთ, ხაჭაპური ფორმის შეუცვლელად გადაიტანოთ თუნუქის ფურცელზე. ამ დროს, როგორც წესი – ხაჭაპურის ცომი უფრო იწელება, ვიდრე თავიდან გქონდათ გაკეთებული, ამიტომ უფრო პატარა ზომის მოამზადეთ, ვიდრე თქვენი ღუმლის ფურცელია და შემდეგ მასზე „გაწელეთ“ სიგრძის მიხედვით;
8. ყველა ხაჭაპურის თუნუქზე გადატანის შემდეგ შედგით ღუმელში. ღუმელში ენთოს მხოლოდ ქვედა განყოფილება;
9. როცა ცომი შემაგრდება და ხაჭაპური თითქმის გამომცხვარია – ცომს გადაუსვით კარაქი ან კვერცხი, უკეთესი ფერისათვის და აანთეთ ზედა განყოფილებაც;
10. როცა ხაჭაპური მზად იქნება – ღია, ყველიან ნაწილში ჩაახალეთ კვერცხი და ჩადეთ 1 მომცრო ნაჭერი კარაქი. კვერცხმა მხოლოდ უნდა შეიკრას თავი და ან გამოცხვეს, ამიტომ 2-3 წუთზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ, თან მუდმივად აკონტროლეთ;
11. გამოიღეთ, გადაიტანეთ თეფშებზე და აურიეთ კვერცხი და ყველი ერთმანეთს, სანამ გაცივებულა.