Category Archives: ინდური

მობრაწული ბრინჯი ბოსტნეულით და კარით

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ინდური
მთავარი ინგრიდიენტი
ბრინჯი
• 2 ჭიქა გრძელი ბრინჯი
• 2 ჭიქა წვრილ ყვავილებად დაჭრილი ბროკოლი
• 1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი წითელი წიწაკა
• 1 ჭიქა გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო
• 4 ჭიქა ბულიონი ან წყალი
• 1 ჩაის კოვზი კამის თესლი
• 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
• ½ ჩაის კოვზი დაფხვნილი წითელი წიწაკა
• 1 ჩაის კოვზი კარი
• 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი (ან ფხვნილი)
• ½ ჩაის კოვზი ზაფრანა
• 3-4 სუფრის კოვზი ზეთი
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი

• ქვაბში ჩავასხათ ზეთი, კარგად გავახუროთ და ჩავყაროთ სუნელები
• დავუწიოთ ტემპერატურას, მუდმივად ვურიოთ დაახლოებით 2-3 წუთი, რომ სუნელებმა გაუშვას არომატი
• დავუმატოთ ბრინჯი და დაახლოებით 2-3 წუთი ვურიოთ საშუალო ტემპერატურაზე
• დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, ქათმის ბულიონი ან წყალი და მარილი
• წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ წვენს არ შეიშრობს
• გამორთვის შემდეგ დავტოვოთ თავდახურული დაახლოებით 3-5 წუთი, შემდეგ კი ჩანგლით დავშალოთ ბრინჯი, ისე რომ ფანტია გამოვიდეს.

ინდური პური

სტანდარტული

ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ინდური
მთავარი ინგრიდიენტი
ფქვილოვანი ნაწარმი
მომზადების წესი
ტაფამწვარი
ღუმელი
სირთულე
ძალიან ადვილი
კერძი
პურ-ფუნთუშეული
ლაქტო
რეცეპტები ავტორების მიხედვით
Natia Minashvili
პორციების რაოდენობა
2

მაწონი – 150 გრ;
ერბო – 50 გრ;
მშრალი საფუარი – 1 ჩაის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი (5 გრ);
წყალი – 150 გრ (დანარჩენი დამატებით);
ფქვილი ჩვეუელებრივი – 150 გრ;
ფქვილი მაღალი გლუტენით – 200 გრ (ან ჩვეულებრივით ჩაანაცვლეთ);
მარილი – 1/2 ჩაის კოვზი;
სუნელები – ძირა, ქინძი, ყაყაჩოს თესლი და ა.შ.
ინვენტარი: ფართე ტაფა, ან ღუმელში გამოაცხოვთ;
მომზადების დრო: ცომისამოსასვლელად 2 საათი; გამოსაცხობად 20-25 წუთი.
მომზადების წესი
შაქარი, თბილი წყალი და საფუარი დააყენეთ 5 წუთით;
გაადნეთ ერბო და შეურიეთ მაწონს;
დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი ერთმანეთს, შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება;
ჩაასხით მაწვნის და საფუარიანი მასა ფქვილში. მოურიეთ მიქსერით ან ხელით;

მოზილეთ კარგად, თუ საჭიროა შეამატეთ ან წყალი ან ფქვილი;
თხევადი და ფქვილის მასის როდენობა იყო თანაბარი, ამ შემთხვევაში 350 გრ და 350 გრ!;
მოზელილი ცომი დადგით ასაფუვებლად ზეთ-გადასმულ ჯამში, თავზეც გადააფარეთ. შემდეგ კი როცა გაორმაგდება – გაყავით 4 ნაწილად;
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე ან უბრალოდ, სქელძირიანი ტაფა გააცხელეთ (სურათზე ტაფაზე გამომცხვარია ნაჩვენები). ტაფაც და ღუმლის საცხობი ფორმაც უნდა იყოს კარგად გახურებული, მაგ: 15 წუთით, თორემ პური მძიმე და მაგარი გამოვა;
პურის ცომი გაყავით 4 ნაწილად; თითო გააბრტყელეთ თხლად, ოვალური ფორმით;
გამოაცხვეთ ღუმელში 3-4 წუთის განმავლობაში, თუ საჭიროა – გადააბრუნეთ (ტაფაზე ნამდვილად სჭირდება გადაბრუნება);