მეგრული ხაჭაპური

სტანდარტული

რბილი, საფუვრიანი ცომი – დაახლოებით 300 გრამი
დაფხვნილი ჭყინტი ყველი – 300-400 გრამი
კვერცხი – 1 ცალი
ფქვილი – საფანელად
საბრტყელებელი, დაფა, სქელძირიანი ტაფა
მომზადების წესი:
1. ყველის მასა გავყოთ ორ ნაწილად. (მაგ.: 400 გრ – 250 და 150 გრ)
2. ცომის გუნდა გავშალოთ დაფაზე, ჩავდოთ ყველის ერთი ნაწილი (250 გრ), მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ ტაფის ზომაზე და გადავიტანოთ ტაფაზე.
3. კვერცხი გავქნათ, დავამატოთ დარჩენილი ყველი, კარგად გადავურიოთ და გადავიტანოთ ტაფაზე გაშლილ ხაჭაპურის შუაგულზე. შემდეგ ხელით ან ჩანგლის დახმარებით ეს ყველის მასა გავშალოთ ხაჭაპურის ზედაპირზე ისე, რომ დაახლოებით კიდის 1 სანტიმეტრი დავტოვოთ თავისუფალი. ვადროვოთ 5-10 წუთი და შევდგათ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

დატოვე კომენტარი